ოვერდრაფტი საბარათე ანგარიშზე საშუალებას მოგცემთ დახარჯოთ ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი
მომხმარებლებს, რომელთაც საბარათე ანგარიშზე ერიცხებათ ხელფასი;
ბანკის კლიენტი ორგანიზაციის მენეჯმენტს ან დამფუძნებლებს;
სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, რომელთა მიმართ ბანკი ღებულობს ოვერდრაფტის დაშვების გადაწყვეტილებას.
ოვერდრაფტის ძირითადი პირობები:
იმისათვის, რომ თქვენ ისარგებლოთ ოვერდრაფტით აუცილებელია ხელფასი გერიცხებოდეთ ბაზისბანკის VISA პლასტიკურ ბარათზე;
ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება იფარება ავტომატურად, საბარათე ანგარიშზე ხელფასის ყოველი ჩარიცხვისას;
ოვერდრაფტის მოქმედების ვადაში თქვენ შეგიძლიათ რამდენჯერმე დაფაროთ და ხელახლა განაახლოთ ოვერდრაფტი;
ოვერდრაფტის მაქსიმალური თანხა, ვადა და საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ორგანიზაციის რეიტინგზე, თქვენი ხელფასის ოდენობაზე, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე, მუშაობის სტაჟსა და მოცემულ სამსახურში თქვენს მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.