2009 წლის 15 დეკემბრიდან ბაზისბანკმა OPIC–სა და WBC–ისთან პარტნიორობა დაიწყო . პირველი პროექტის ფარგლებში პარტნიორმა ორგანიზაციებმა ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად 10 წლით 5 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. 2011 წელს გაფორმდა დამატებით ორი ხელშეკრულება. ერთი კვლავ SME დაფინანსების გასაზრდელად, რისთვისაც OPIC-მა და WBC–მა ბანკს დაუმტკიცეს 10 წლიანი სესხი 3 მილიონი დოლარის ოდენობით და 2 მილიონი დოლარი სუბორდინირებული სესხის სახით.