იმეგობრე სასარგებლო ბანკთან
გთავაზობთ გაუმჯობესებულ პირობებს მეგობარათზე:
საკუთარ თანხებზე დაგერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი, გარანტირებული 8,00% ლარში, ხოლო დოლარში 5,00%. თქვენ შეძლებთ საკუთარი სახსრები ნებისმიერ დროს სრულიად უფასოდ გამოიტანოთ ბაზისბანკის ბანკომატებიდან და სერვისცენტრებიდან. მეგობარათზე საკუთარი თანხის შეტანა და გამოტანა შეუზღუდავია.
კიდევ ერთი სიახლე!
თქვენ უკვე შეძლებთ შეუკვეთოთ მეგობარათი მხოლოდ სადებეტო ფუნქციით.
მეგობარათის საკრედიტო პირობები
მეგობარათი რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა სასესხო პროდუქტისაგან. ის ძირითადად შესყიდვითი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი და ამ შემთხვევაში თქვენ არანაირ საკომისიოს არ იხდით, თუმცა საჭიროებისას თანხის განაღდება შესაძლებელია ბანკომატის საშუალებით.
თუ ნასესხებ ფულს 30 დღის განმავლობაში დააბრუნებთ და თვის ბოლოს დადებითი ნაშთით შეხვდებით, თქვენ აღარ მოგიწევთ პროცენტის გადახდა.
თუ მოცემულ ვადაში ვერ ჩაეტევით, არც ესაა პრობლემა — წლიური განაკვეთი მხოლოდ 15%–ია.
პროცენტი მხოლოდ თქვენს მიერ რეალურად გამოყენებულ თანხას ერიცხება და არა მთლიან საკრედიტო ლიმიტს.
საკრედიტო ლიმიტი მზარდია. თუ თქვენ ხშირად იყენებთ ბარათს და მეტი კრედიტი გჭირდებათ ბანკი მას ყოველთვის გაგიზრდით.
ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ათვისებული), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%–ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვაა, ამ თანხით თქვენი კრედიტის ნაწილი დაიფარება, მაგრამ შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.
მეგობარათის მფლობელებს ბანკში დარეგისტრირებულ მაგთიკომის ნომერზე თითოეული ტრანზაქციისათვის დაერიცხებათ:
დახარჯული თანხის 2%–ის შესაბამისი უფასო სასაუბრო დრო მაგთიკომის ქსელში
ყოველ ტრანზაქციაზე 3 უფასო SMS-ი ნებისმიერი მიმართულებით
სერვისის გასააქტიურებლად გთხოვთ მობრძანდეთ ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალში და დაარეგისტრიროთ მაგთიკომის ნომერი, რომელზეც გსურთ დაგერიცხოთ ბონუსები.
*ბონუს წუთების დარიცხვა არ ხორციელდება "ბანის" აბონენტებზე
ბონუსების ჩარიცხვა და ხარჯვა:
ბონუსების ჩარიცხვა ხდება ყოველი მომდევნო თვის 1 რიცხვში. ამასთან, ბონუსების გამოყენება შესაძლებელია ჩარიცხვიდან ერთი თვის განმავლობაში;
ბონუსების საანგარიშო თვედ ითვლება კალენდარული თვე – გასული თვის 26 რიცხვიდან, მომდევნო თვის 26 რიცხვის ჩათვლით.
ბონუსები დაირიცხება ბარათით განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებზე:
საქონლის ან მომსახურების შეძენისას;
კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადების ინტერნეტ ბანკინგით გადახდისას;
საკომუნიკაციო სახის გადასახადების გადახდისას SMS- ბანკინგით.
და კიდევ ერთი საჩუქარი მეგობარათის მფლობელებს:
ბაზისბანკის "მეგობარი ობიექტები" სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობენ!
ჯერ არ გაქვთ მეგობარათი? ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში თქვენ მას უფასოდ გადმოგცემენ. ამისათვის მხოლოდ 400 ლარის ოდენობის ხელფასის დამადასტურებელი საბუთი დაგჭირდებათ.
მეგობარათის ტარიფები
|
საკომისიოს სახე |
ოდენობა |
|
საბარათე ანგარიშის ვალუტა |
ლარი, აშშ დოლარი |
|
საკრედიტო ლიმიტი |
ინდივიდუალური |
|
მაქსიმალურის საშეღავათო პერიოდი (უპროცენტო კრედიტით სარგებლობა) |
30 კალენდარული დღე |
|
კრედიტის წლიური სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი) |
გამოყენებული კრედიტის 15% წელიწადში
|
|
კრედიტის აღრიცხვის საკომისიო |
თვის ბოლოს დაფიქსირებული უარყოფითი ნაშთის 1,5% შენიშვნა: პროცენტის დარიცხვა ხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო დღეს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაშთის მიხედვით. |
|
საკუთარი სახსრების განაღდების საკომისიო |
ბაზისბანკის ბანკომატში 0%, აგენტი ბანკის ბანკომატში 1%, სხვა ბანკებში 2% (მინიმუმ 3 აშშ დოლარი) |
|
ყიდვითი (უნაღდო) ოპერაციების საკომისიო |
0% |
| ბარათზე ჩარიცხვის საკომისიო |
ადგილობრივი მერჩანტებიდან 0,5% საერთაშორისო მერჩანტებიდან 1% |
|
კრედიტის განაღდების საკომისიო |
4,5% (მინიმუმ 4,5 აშშ დოლარი) |
|
არასანქცირებული კრედიტით სარგებლობის საკომისიო |
გადახარჯული თანხის 32% შენიშვნა: პროცენტის დარიცხვა წარმოებს ყოველდღიურად, არასანქცირებული კრედიტის წარმოშობის თარიღიდან ფაქტიური გადახდის დღემდე. |
|
შეცდომით ჩარიცხული თანხით სარგებლობის ჯარიმა |
გამოყენებული თანხის 0.05%-ი ყოველ დღეზე. შენიშვნა: ჯარიმა დაირიცხება იმ შემთხვევაში თუ კლიენტი, თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში არ დააბრუნებს თანხას |
|
საკრედიტო ლიმიტის ზრდა |
5%-დან |
|
საკომისიო ლიმიტის აღდგენა |
30 ლარი |
|
ლიმიტის ვადა |
განუსაზღვრელი |
|
ბარათის დამზადება |
უფასო |
|
წლიური მომსახურება |
უფასო |
|
მოქმედების ვადა |
2 წელი |
|
ნაღდი თანხის გამოტანის ლიმიტი |
ინდივიდუალური |
|
ადგილობრივ სტოპ სიაში შეტანა |
5 აშშ დოლარი |
|
საერთაშორისო სტოპ სიაში შეტანა (ორი კვირით) |
40 აშშ დოლარი |
|
ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან |
უფასო |
|
ტრანზაქციის გაპროტესტების საფასური |
10 აშშ დოლარი |
|
მეგობარათის პირობები და ტარიფები |
|
|
მხოლოდ სადებეტო ფუნქციის მეგობარათის დამზადება |
25 აშშ დოლარი |
|
დაზიანებული ბარათის გამოცვლა |
15 აშშ დოლარი |
|
PIN კოდის გამოცვლა |
5 აშშ დოლარი |
პირსაგამტეხლო მეგობარათით სარგებლობის წესების დარღვევისთვის:
-
1 (ერთი) თვიანი დარღვევისთვის – უარყოფითი ნაშთის 2%–ის ოდენობით;
-
2 (ორი) თვიანი დარღვევისთვის – უარყოფითი ნაშთის 4%–ის ოდენობით;
-
3 (სამი) თვიანი დარღვევისთვის – უარყოფითი ნაშთის 6%–ის ოდენობით.