სასარგებლო ბანკის სამომხმარებლო სესხები სწავლისა და მოგზაურობის დასაფინანსებლად; ავტომობილის, ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და სხვა ნივთების შესაძენად
სესხების მოცულობა:
- მინიმალური თანხა – 300 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი.
- მაქსიმალური თანხა – 30 000 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი.
სესხის ვადა:
- მინიმალური – 1 თვე;
- მაქსიმალური – 6 წელი.
მსესხებლის თანამონაწილეობა 5000 აშშ დოლარამდე სესხებზე – არ მოითხოვება;
წლიური საპრცენტო განაკვეთი - 18%-დან*.
*ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია სესხის მოცულობასა და ვადაზე, მიმდინარე სამსახურში მსესხებლის სტაჟსა და შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე, მსესხებლის დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალზე, ოჯახის დანარჩენ წევრთა შემოსავალზე (რომელიც ასევე დოკუმენტურადაა დადასტურებული), აგრეთვე იმ ორგანიზაციის რეიტინგისა და საიმედოობაზე, რომელშიც მუშაობს მსესხებელი.
სესხის დაფარვა ხორციელდება მსესხებლის მიერ შემოსავლების მიღების პერიოდულობის შესაბამისად (თვეში 2-ჯერ, ყოველთვიურად), ამასთან ისე, რომ სესხის ძირითადი თანხისა და გადასახდელი პროცენტის ჯამი ერთსა და იმავე მოცულობას შეადგენდეს თითოეული დაფარვისას.
სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია სტაბილური და დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი მინიმუმ 400 ლარისა:
- შრომის ანაზღაურების სახით;
- საიჯარო გადასახადის სახით;
- დივიდენდის სახით.
მსესხებლის საერთო სამუშაო სტაჟი არ უნდა იყოს 1 წელზე, ხოლო მიმდინარე სამუშაო ადგილზე მუშაობისა – 3 თვეზე ნაკლები.
- განაცხადი სესხის მიღებაზე;
- შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
- სესხის მიღებაზე განაცხადის შევსება და საკრედიტო ექსპერტთან გასაუბრება;
- საჭირო საბუთების წარმოდგენა ბანკში;
სესხის შესახებ საკრედიტო კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების საშუალო ვადა არის ბანკში საბუთების სრულად წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღე.