თუ გადაწყვიტეთ გახსნათ ზრდადი შემნახველი ანაბარი, თქვენ შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ ყოველთვიური დანაზოგის ოდენობა და ანაბრის პერიოდი 6-დან 24 თვემდე.
ზრდადი შემნახველი ანაბრის პირობები:
· ანგარიშის გახსნა და ოპერაციების წარმოება უფასოა;
· ყოველთვიური დანაზოგის ოდენობას ადგენს მეანაბრე. თუმცა, ყოველთვიური დანაზოგი არ უნდა იყოს 10 ლარზე / 10 აშშ დოლარზე / 10 ევროზე ნაკლები;
· მინიმალური ნაშთი, რომელსაც სარგებელი დაერიცხება, შეადგენს 10 ლარს / 10 აშშ დოლარს / 10 ევროს;
· დაზოგვის პერიოდი შეირჩევა მეანაბრის მიერ (არანაკლებ 6 და არაუმეტეს 24 კალენდარული თვისა);
· მეანაბრე ვალდებულია ყოველთვიურად შემოიტანოს დადგენილი თანხა. გრაფიკის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილად;
· ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება წლიური 1,5 %;
· მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის წლიურ სარგებელს დამატებული 4%;
· ანაბარზე დაშვებულია ოპერაციები ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;
|
ვადა ( თვე) |
ლარი |
დოლარი |
ევრო |
|
6 |
9.00% |
7.00% |
6.25% |
|
7 |
9.50% |
7.25% |
6.50% |
|
8 |
9.75% |
7.50% |
6.75% |
|
9 |
10.00% |
7.75% |
7.25% |
|
10 |
10.50% |
8.00% |
7.50% |
|
11 |
10.75% |
8.25% |
7.75% |
|
12-17 |
11.00% |
8.50% |
8.00% |
|
18-23 |
11.50% |
9.00% |
8.25% |
|
24 |
12.50% |
9.50% |
8.50% |
ანგარიშის გასახსნელად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა