Basisbank
Call center: +995 32 922 922
ბაზისბანკმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტები პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა
 ბაზისბანკი ტრადიციას არ ღალატობს და ახალი წლის დღეებში აქტიურ ნაბიჯებს დგამს ქველმოქმედების მიმართულებით. ბანკის ინტერესების სფერო და პრიორიტეტი ამჯერადაც განათლების სექტორია. 14 იანვარს, ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა, საზეიმო ვითარებაში, პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
"გასულ წლებში ბაზისბანკი და ილიას უნივერსიტეტი აქტიურად ვთანამშრომლობდით - წარმატებულ მაგისტრანტებს სწავლას ვუფინანსებდით. წელს სტუდენტების დაფინანსების საშუალება არ მოგვეცა, რადგან ილიას უნივერსიტეტში, მაღალი ქულებით ჩარიცხულმა სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს.
თუმცა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა მხარდაჭერის სხვა შესაძლო ვარიანტები. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, საუკეთესო 30 სტუდენტი პორტატული კომპიუტერებით დაგვეჯილდოებინა."- აცხადებს ზურაბ ციხისთავი.


სასარგებლო ანაბარიდაგროვების სასარგებლო პირობები
Search
© 2009 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.