Basisbank
Call center: +995 32 922 922
"ბაზისბანკმა" საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი დააფინანსა

25 ოქტომბერს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”,  საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის, “არქიტექტურული პრემია 2009”-ის  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსი თბილისის მერიის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება. წელს კონკურსში 110 არქიტექტორი მონაწილეობდა. საკონკურსო კომისისამ 24 ნომინანტი შეარჩია .
ბაზისბანკმა ყველა გამარჯვებულს საჩუქრად სამოგზაურო ბარათი “Discovery Card”-ი გადასცა.
“ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი სახის კონკურსების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეა. არქიტექტორებს საშუალება ეძლევათ, ფართო საზოგადოების წინაშე საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი და მიღწეული შედეგები წარმოაჩინონ. მოხარულნი ვართ, რომ ამ კონკურსის ჩატარებაში წვლილი ბაზისბანკსაც მიუძღვის.”-აცხადებს ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, თამუნა ხადური.


სასარგებლო ანაბარიდაგროვების სასარგებლო პირობები
Search
© 2009 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.