საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ბაზისბანკი ბათუმის მაცხოვრებლებს და სტუმრებს რამდენიმე სასარგებლო სიახლეს სთავაზობს, კერძოდ, 1 აგვისტოდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში დაიწყება აქტიური პრომო აქცია, რომლის ფარგლებშიც ბანკის გაყიდვების განყოფილების თანამშრომლები, პოტენციურ მომხმარებელს გააცნობენ და შესთავაზებენ ბაზისბანკის ახალ პროდუქტს -„ზრდადი მომავლის ანაბარს“. ამასთან ერთად, დაასაჩუქრებენ მათ სხვადასხვა „სასარგებლო“ საჩუქრებით.
აგრეთვე, ახალი რეჟიმით იმუშავებს ბათუმის სერვისცენტრი: ბანკის კლიენტებს შეუძლიათ სრული საბანკო მომსახურებით 23:00 საათამდე ისარგებლონ.
მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის კი, 1 აგვისტოდან ამუშავდება ბაზისბანკის ბანკომატი ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე.