ბაზისბანკმა სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს ან განაცხადი გააკეთონ ბანკის ვებ გვერდის მეშვეობით:
www.basisbank.ge.
განაცხადების მიღება დაიყოფა ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 2009 წლის 31 ივლისის ჩათვილით. გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება 2009 წლის 15 აგვისტომდე.
მეორე ეტაპი დაიწყება 2009 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 2009 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება 15 ოქტომბრამდე.
"იაფი კრედიტის" პირობების მიხედვით, ერთ იურიდიულ პირზე, ან საწარმოზე გასაცემი კრედიტის ოდენობა 20 ათას ლარს უნდა აღმატებოდეს; კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 7 წლით, ხოლო საშეღავათო პერიოდი 2 წლამდე განისაზღვრება.
კრედიტით სარგებლობის წლიური განაკვეთი მეწარმე სუბიექტისათვის 12%-ია.
პროგრამის ფარგლებში კრედიტები გაიცემა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ხალხური რეწვისა და სხვა სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე სუბიექტებისათვის.