
ბაზისბანკის საახალწლო აქცია დასრულდა. ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს საშუალება ქონდა ჩვენი ვებგვერდიდან განაცხადი გამოეგზავნა და საჩუქრად მიეღო ვიზა ბარათი საანაბრე ფუნქციებით. აქციის დასრულებასთან დაკავშირებით, 2 თებერვალს, ბაზისბანკის სათავო ოფისში (ჭავჭავაძის #41) პრესკონფერენცია გაიმართა. პირველი სასაჩუქრე ბარათები ლიტერატურული პრემია "ოქროს ბუმბულის" გამარჯვებულებს გადაეცათ. აქციის ფარგლებში, კუთვნილ ჯილდოსთან ერთად, ისინი წლიურ 4%–საც მიიღებენ.