მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკის აქციონერი გახდა, ბაზისბანკის სახით საბანკო ბაზარზე არა ახალი, მაგრამ აშკარად განახლებული, მყარი პოზიციის, კონკურენტუნარიანი მოთამაშე გამოჩნდა. იმ ღონისძიებებს შორის, რომელიც ბანკის დირექტორატმა გაატარა, ერთ–ერთი პირველი, ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდა იყო.