ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სს “ბაზისბანკის” ახალი ორგანიზაციული სტრუქტურისა და ინსტიტუციური ცვლილებების გეგმის განხორციელებისთვის ნახევარ მილიონ ევროს გამოყოფს.
გეგმის დეტალებზე კავკასიაში, ბელორუსიასა და მოლდოვაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა მაიკლ დეივიმ და სს “ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა 4 ივნისს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კიევში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ევრობანკი ბაზისბანკის აქციათა 15-პროცენტიანი პაკეტის მფლობელი გახდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ბაზისბანკი ინსტიტუციური მშენებლობის გეგმის განხორციელებისთვის ევრობანკისაგან ნახევარი მილიონ ევროს მიიღებს.
3-წლიანი გეგმა ითვალისწინებს ბანკის კორპორატიული მმართველობის სრულყოფასა და ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას.