2007 წლის დეკემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი აჭარის ხაზინის მომსახურე ბანკის შერჩევის თაობაზე. ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა სს "ბაზისბანკი", რომლის წინადადებამაც აჯობა მონაწილე სხვა 6 ბანკის შეთავაზებებს.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ხაზინას გასულ წელსაც სს "ბაზისბანკი" ემსახურებოდა.