| ქართული ჩაის წარმოების მხარდასაჭერად |
|
27 ოქტომბერს კიდევ ერთ ლამაზ სახალხო დღესასწაულს ჩაეყარა საფუძველი: შარდენზე და ბამბის რიგში ქართული ჩაის ფესტივალი ჩატარდა. ბაზისბანკი, რომელიც მხარს უჭერს ყველა სასარგებლო ინიციატივასა და წამოწყებას, იყო ამ ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო პალატასა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად.