ბაზისბანკისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ახორციელებენ ერთობლივ სასარგებლო პროექტებს: ბაზისბანკმა გამოყო დაფინანსება უნივერსიტეტის 12 მაგისტრანტის (6 სტუდენტი 2006 და 6 სტუდენტი 2007 წლის ნაკადებიდან) განათლებისთვის. ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სიგელები ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს. ცერემონიას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი ბელა წიფურია.