რა არის ინტერნეტ ბანკინგი?
ინტერნეტ ბანკინგი არის ყველაზე უსაფრთხო, კომფორტული და მარტივი ელექტრონული საბანკო მომსახურება, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 24-საათის განმავლობაში აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები, გაეცნოთ ვალუტის კურსების უახლეს კოტირებებს, გადაიხადოთ კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადები, ნახოთ მიმდინარე და ისტორიული ბრუნვები თქვენს ანგარიშებზე.
ბაზისბანკის ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა შესაძლებელია ბანკში ანგარიშის გახსნის შემდეგ.
თქვენ შეგიძლიათ ბანკში მიუსვლელად გაიგოთ ანგარიშების მდგომარეობა ნებისმიერ დროს;
საბანკო ანგარიშების კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
პირადი ან ორგანიზაციის ანგარიშების ოპერატიული მონიტორინგი.
ანგარიშების დათვალიერება;
ანგარიშიდან ამონაწერის გაკეთება და დაბეჭდვა;
ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციების ისტორიული და მიმდინარე შედეგების ნახვა;
კონკრეტული საბანკო ოპერაციის საბუთის ნახვა;
განახორციელოთ პირადი ან ორგანიზაციის კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადები;
ვალუტის, როგორც ოფიციალური, ისე საბანკო კურსების ნახვა.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკინგის„საინფორმაციო“ ან„სტანდარტული“პაკეტით.
ინტერნეტ ბანკინგის „საინფორმაციო“ პაკეტით მომსახურება – უფასო.
საინფორმაციო პაკეტის საშუალებით შეძლებთ თქვენი ანგარიშების, ვალუტის კურსების, ბანკის ბანკომატების და სერვისცენტრების მისამართების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
ინტერნეტ ბანკინგის „სტანდარტული“ პაკეტისღირებულება – ყოველთვიურად 1 ლარი.
სტანდარტული პაკეტის საშუალებით თქვენ შეძლებთ განახორციელოთ: კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა სახის გადახდები, სახლიდან გაუსვლელად ყოველგვარი საკომისიოს გარეშე; შიდა, ანგარიშთაშორისო გადარიცხვები; ანგარიშებზე თანხის კონვერტაცია.