რა არის ელექტრონული საბანკო მომსახურება "ბანკი-კლიენტი"?
ბაზისბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურება "ბანკი-კლიენტი" არის ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ბანკის კლიენტს საშუალებას აძლევს შეასრულოს საბანკო ოპერაციები პირად ანგარიშებზე, ბანკში ვიზიტის გარეშე.
პროგრამა "ბანკი-კლიენტი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს:
- აკონტროლოს თავისი ანგარიშები და ნაშთები ნებისმიერ ვალუტაში;
- მოახდინოს ანგარიშების ნებისმიერი პერიოდის ამონაწერების ფორმირება;
- ნახოს მიმდინარე კურსები, რომელთა საშუალებით ბანკი აწარმოებს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვას (კონვერტაციას);
- იხილოს ბრუნვები ანგარიშებზე ნებისმიერ პერიოდში როგორც მოცემულ ვალუტაში, ისე მის ექვივალენტებში ვალუტის ისტორიული კურსით;
- ნახოს მის მიერ შესრულებული ოპერაციების დამადასტურებელი საბუთები და მათი დეტალური აღწერილობები;
- იხილოს ბანკში გაგზავნილი განაცხადები.
პროგრამა "ბანკი–კლიენტის" საშუალებით მომხმარებელს შეუძლია აწარმოოს შემდეგი სახის საბანკო ოპერაციები:
- გადარიცხვები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში;
- კონვერტაციის ოპერაციები;
- განაცხადებისა და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ბანკში.
პროგრამა "ბანკი–კლიენტის" საშუალებით თქვენ ასევე შეგიძლიათ:
- მიღებული საბუთის ან მონაცემების ამობეჭდვა;
- ნებისმიერ ფორმაში ან ჩამონათვალში მონაცემების მოძებნა ნებისმიერი ველით ან ველის ნაწილით;
- მონაცემების ფილტრაცია;
- მონაცემების სორტირება ნებისმიერი ველით, ან ველების კომბინაციით;
- სისტემიდან ნებისმიერი მონაცემების ავტომატური გადატანა Microsoft Word-ში, Microsoft Excel-ში, ან სხვა პროგრამაში Windows სისტემის სტანდარტული ფუნქციების საშუალებებით.
უსაფრთხოება
პროგრამა "ბანკი-კლიენტი" დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მასში გამოყენებული უსაფრთხოების ზომები აპრობირებულია მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
"ბანკი-კლიენტში" გამოყენებული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა:
- მაქსიმალურად იყოს დაცული კლიენტის კონფიდენციალობა;
- არ იყოს დაშვებული მომხმარებლის ანგარიშებზე უცხო პირების შეღწევა;
- გამოირიცხოს დაურეგისტრირებელი მომხმარებლის არასანქცირებული შესვლა სისტემაში;
- გამოირიცხოს უცხო პირთა მიერ ანგარიშებზე არასანქცირებული ოპერაციების შესრულება.
პროგრამა "ბანკი-კლიენტის" მომსახურების ღირებულება
კომპიუტერული პროგრამის ინსტალაცია (ქართული და ინგლისული ვერსია) – 30 ლარი;
პირველი თვის მომსახურება – უფასო;
ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი მომსახურებაზე – 10 ლარი;
პროგრამის დაინსტალირების შემდეგ, ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტები გაგიწევენ ამომწურავ კონსულტაციას პროგრამის შესახებ.