გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings-მა“ „ბაზისბანკს“ გრძელვადიანი რეიტინგი „B-" დონეზე, მოკლევადიანი რეიტინგი „B" დონეზე დაუდასტურა, ხოლო პროგნოზი „სტაბილური" დაუდგინა.
Fitch-ის ანალიტიკოსების განცხადებით, რეიტინგის დადასტურება „ბაზისბანკის" მისაღებმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა, კონსერვატიულმა მენეჯმენტმა და ზოგადად საქართველოში არსებულმა დადებითმა საოპერაციო გარემომ განაპირობა.
Fitch-ის პროგნოზით, "ბაზისბანკის" ფინანსური მაჩვენებლებისა და მენეჯმენტის სტაბილურობა შემდგომში განაპირობებს ბანკისთვის რეიტინგის მომატებას.
"ჰუალინგ ჯგუფის" „ბაზისბანკის“ კაპიტალში შემოსვლა, ასევე პოზიტიური პროგნოზის საწინდარია. "ჰუალინგ ჯგუფი" „ბაზისბანკს“ განიხილავს, როგორც ავტონომიურ ბიზნესს.