11.07.2012
ბაზისბანკის აქციონერი „ჰუალინგ ჯგუფი“ თბილისის ზღვაზე გრანდიოზული პროექტის განხორციელებას იწყებს
8 ივლისს, თბილისის ზღვაზე, ჰუალინგ ჯგუფის გრანდიოზული პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. თბილისში ჰუალინგ ჯგუფი „ჰუალინის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას“ აშენებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და "სინძიანის ჰუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფს" შორის თბილისში "ჰუალინის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის" შექმნის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, "სინძიანის ჰუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფი" ვალდებულებას იღებს, რომ თბილისში, "ჰუალინის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას" ააშენებს, სადაც განთავსებული იქნება 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატის ჩასატარებლად მოწყობილი დამხმარე საცხოვრებელი სასტუმრო, პროექტი ასევე მოიცავს ბაზრის ტერიტორიას, საწარმოო და სასაწყობე ფართს, საბაჟოს, კომერციულ უბანს, საცხოვრებელ კომპლექსს, სარეკრეაციო, დასასვენებელ და გასართობ ზონას და ა.შ.
ინვესტიციის შედეგად, როგორც უშუალოდ მშენებლობის, ისე სპეციალური ზონის ამოქმედების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ასევე, იგეგმება ჰუალინგ ჯგუფის მიერ ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ქალაქ ქუთისში.