Basisbank
Call center: +995 32 2 922 922
04.07.2012

სასიამოვნო სიახლე ბარათების მომხმარებელთათვის!

ბაზისბანკის ბარათის მფლობელებს დღეიდან ვთავაზობთ ახალ სერვისს - ბაზისბანკის ბანკომატებში ბარათის პინ კოდის შეცვლას.

აღნიშნული სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს არსებული პინ კოდი შეცვალოს მისთვის მოსახერხებელი ციფრების კომბინაციით, პირდაპირ ბაზისბანკის ბანკომატის მეშვეობით, სერვისცენტრში ვიზიტის და ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე.

პინ კოდის შეცვლა შესაძლებელია ბაზისბანკის ნებისმიერი ტიპის ბარათზე.
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.