28.06.2019
ზუგდიდში ბაზისბანკის მხარდაჭერით ველორბოლა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ველომარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი ზუგდიდში აიღო და ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასტუმრო ,,პალმ ბიჩის“ მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეუერთდნენ. ველომარათონში 50-დე ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.