Basisbank
+995 322 922 922
*9292
06.07.2018

ბაზისბანკმა ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი დააფინანსა

2018 წლის 6 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-6 საერთაშორისო ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის თბილისში ჩატარების ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირების გენერალური საბჭო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა.

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი - ინტელექტუალური კონკურსია 17  წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების  უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში  დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები  და  შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. აღნიშნულ აქტივობებში საქართველოს სკოლების  მოსწავლეები მრავალი ათეული წლის მანძილზე მოწინავეთა რიგებში არიან და სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. 2014-16 წლებში   საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ზედიზედ სამჯერ ოქროს მედლები მოიპოვა. დღეისათვის ახალგაზრდა ნატურალისტთა მსოფლიო რეიტინგში საქართველო ლიდერობას ინარჩუნებს. ამ შედეგებმა და ტურნირების პოპულარობის ზრდამ  განაპირობა ის, რომ  საერთაშორისო ორგკომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის მე-6 საერთაშორისო ტურნირის თბილისში ჩატარების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ  ბაზისბანკისთვის განათლების ხელშეწყობა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით პრიორიტეტს წარმოადგენს. 2006 წლიდან ბანკში ფუნქციონირებს განათლების მხარდამჭერი ფონდი, რომლის მეშვეობითაც დაფინანსდა მრავალი სასარგებლო პროექტი.  



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.