Basisbank
+995 322 922 922
*9292
17.05.2018
ბაზისბანკსა და ქართულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 16 მაისს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შედგა ბიზნეს ადმინისტრირების  ახალი საბაკალავრო პროგრამის წარდგენა. შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა ისაუბრა შეხვედრის მნიშვნელობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა და პოტენციური დამსაქმებელი სხვა კომპანიების წარმომადგენლები. პროგრამის წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს შრომით ბაზარზე დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობაზე.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოტენციურ დამსაქმებლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. 


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.