Basisbank
+995 322 922 922
*9292
01.12.2017
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატა ”აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი” გაიმართა

„საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში“ „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ჩინეთის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით“ ”აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი” გაიმართა. 

აბრეშუმის გზის - ვაჭრობის ფინანსირების რეგიონალურ–ტექნიკურმა ფორუმმა თავი მოუყარა წამყვან იურისტებს, ბანკირებს, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დონის ექსპერტებს ვაჭრობის ფინანსირების დარგში. ფორუმზე განიხილულ იქნა ის შესაძლებლობები და სირთულეები, რომლებიც თან ერთვის “ერთი სარტყელი-ერთი გზა”-ის პროექტს მისი არეალის გაფართოებასთან ერთად. ღონისძიების უმთავრეს თემას წარმოადგენდა საბანკო გარანტიების გამოყენება და მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების დროს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებული ახალი ჩინური მოთხოვნის გარანტიის წესებმა, მსოფლიო ბაზარზე ჩინეთთან საერთაშორისო ხელშეკრულებების ზრდის მოლოდინი გააჩინა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომერციული ბანკებისა და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები, ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტები, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო კორპორაციებისა და მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონებიდან.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.