Basisbank
+995 322 922 922
*9292
01.11.2017
ბაზისბანკი მსოფლიო დაზოგვის კვირეულში ჩაერთო

საქართველოში დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო და 4 ნოემბერს, ყვარელში დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური აქტივობით დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და კომერციული ბანკები.

დაზოგვის თემაზე სოციალურ მედიაში ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 9-დან 13 წლამდე ასაკის 24 გამარჯვებული ბავშვი, რომლებიც 4 ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში, ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ექსკურსიაზე გაემგზავრებიან. ყვარელში მათთვის გაიმართება თამაში დაზოგვის თემატიკაზე, რომელში გამარჯვებულ ექვს ბავშვსაც კომერციული ბანკები გაუხსნიან დეპოზიტებს, რათა მათ განაგრძონ თანხის დაგროვება საკუთარი მიზნებისთვის. ასევე, ბაზისბანკი თავის რჩეულს დეპოზიტის გარდა სხვა ფასიანი საჩუქრითაც გაახარებს.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.