Basisbank
+995 322 922 922
28.11.2016

ბაზისბანკს მორიგი "ბიზნესის ეროვნული ჯილდო" გადაეცა

მედია ჰოლდინგ ,,Georgian Times’’-მა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,GORBI’’-მ, 2015-2016 წლების შემაჯამებელი ბიზნეს-რეიტინგის მე-17 ცერემონიალი გამართა, სადაც საქართველოში მოღვაწე საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. 

ბიზნეს რეიტინგის სპეციალურ ჯილდოებს გადასცემდნენ: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტები და ქალაქ თბილისის მერი. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

ცერემონიალში მონაწილეობდა ორმოცამდე გამარჯვებული ბიზნეს-კომპანია, რომლებიც წინასწარი გამოკითხვებით შეირჩა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ ბაზისბანკი შემდეგ  ნომინაციებში გამარჯვებულად დაასახელა:

უნივერსალური ბანკი,

საინვესტიციო  მიმზიდველობა,

ინოვაციური პროდუქტები,

მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორი

შეგახსენებთ, რომ შარშან XVI ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგში ბაზისბანკი ნომინაციებში: საინვესტიციო მიმზიდველობა; მომხმარებლის ნდობა; მუშაობის გუნდური პრინციპი; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა გამარჯვებულად დასახელდა.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.