Basisbank
+995 322 922 922
*9292
სახელფასო პროექტი
სახელფასო პროექტი ბაზისბანკის VISA პლასტიკური ბარათებით
ბაზისბანკი ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ამასთან დაკავშირებული დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, გთავაზობთ პლასტიკური ბარათების მეშვეობით ხელფასების გაცემის გამარტივებულ ფორმას.
"სახელფასო პროექტში" ჩართვით ორგანიზაციას საშუალება ეძლევა, შესაბამისი დანახარჯების შემცირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზით, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემა აწარმოოს უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკის მიერ მათ სასარგებლოდ ემიტირებული პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
"სახელფასო პროექტი" მასში მონაწილე ორგანიზაციას საშუალებას აძლევს:
  • ბანკის მეშვეობით მინიმუმამდე შეამციროს ხელფასის გაცემის ორგანიზებასთან დაკავშირებული დანახარჯები (ნაღდი თანხების მიღება და დაცვა, მოლარის დამატებითი შტატის შენახვა);
  • გაამარტივოს ხელფასების გაცემის პროცედურები და შეამციროს სამუშაო დროის დანაკარგები;
  • დაიცვას ხელფასების განაკვეთის კონფიდენციალურობა;
  • სისტემატურად განახორციელოს ხელფასების გაცემა რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებზე და შესაბამისად დაზოგოს საინკასაციო ხარჯები;
  • შეუფერხებლად აწარმოოს სამივლინებო თანხების გაცემა თანამშრომლებზე მათი სხვა რეგიონში ან უცხოეთში ყოფნისას;
  • თანამშრომლებისათვის შექმნას დამატებითი მოტივაცია.
ბაზისბანკის "სახელფასო პროექტი" მასში მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომელს საშუალებას აძლევს:
  • უსაფრთხოდ შეინახოს ფულადი სახსრები;
  • აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლოს ბანკის ოვერდრაფტით. სავაჭრო ობიექტებში საქონლისა და მომსახურების შეძენისას ანგარიშსწორება აწარმოოს მოხერხებული ფორმით;
  • მიიღოს დამატებითი ბარათი ძირითად საბარათე ანგარიშზე;
  • კონტროლი გაუწიოს ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობას ელექტრონული საბანკო მომსახურების "Internet Banking" საშუალებით;
  • ინტერნეტში ბარათით ანგარიშსწორებისას საკომისიო შეადგენს 0%-ს.
  • "ბაზისბანკი" VISA ბარათებით თანხის განაღდება შეგიძლიათ როგორც "ბაზისბანკის", ისე ნებისმიერი სხვა ბანკის ბანკომატებში საქართველოსა თუ საზღვარგარეთ.
მომსახურების საკომისიო
"სახელფასო პროექტში" მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლების სასარგებლოდ, ბანკი უფასოდ ახორციელებს VISA ელექტრონ ბარათების ემისიას. რაც შეეხება ბარათის წლიურ მომსახურებას, ის შეადგენს 10 ლარს (ამ თანხას იხდის ან ბარათის მფლობელი, ან ორგანიზაცია, რომელშიც ხორციელდება "სახელფასო პროექტი").
"ბაზისბანკის" სისტემაში ბარათიდან ნაღდი თანხის გატანის საკომისიო გასანაღდებელი თანხის მიმართ შეადგენს მხოლოდ 0.2 %- ს.
არსებობს საკომისიოს ( 0.2 %-ის) გადახდის ორი ვარიანტი:
  • საკომისიოს იხდის თანამშრომელი;
  • საკომისიოს იხდის ორგანიზაცია.
დამატებითი მომსახურება
"სახელფასო პროექტში" მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ ოვერდრაფტით, რომელიც შეადგენს ხელფასის 100 %-ს. ოვერდრაფტის საშუალებით ბარათის მფლობელს შეუძლია დახარჯოს თავის ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი და ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს შემდგომში.
"ბაზისბანკი" "სახელფასო პროექტში" მონაწილე ორგანიზაციების თანამშრომლებს საშუალებას აძლევს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ VISA-ს სხვა ტიპის მულტისავალუტო საკრედიტო ბარათები (VISA GOLD ან VISA CLASSIC).
ბარათების მიღების პროცედურა:
  • ავსებთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ განაცხადის ფორმას (Excel-ის ფაილში);
  • შევსებულ განაცხადს გვიგზავნით ელექტრონულად, რის საფუძველზეც მზადდება ბარათები;
  • ორგანიზაციის თანამშრომლები, რომელთა სახელზეც დამზადებულია ბარათები, მოდიან ბანკში ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად და ბარათების მისაღებად. ასევე შესაძლებელია, რომ ბანკის თანამშრომელმა ბარათები ორგანიზაციაში მოიტანოს და გაანაწილოს.
აგენტი ბანკი: ბანკი ქართუ. აგენტი ბანკის ბანკომატებში თანხის განაღდების საკომისიო შეადგენს მხოლოდ 1 %
ბაზისბანკის საერთაშორისო VISA პლასტიკური ბარათი არის თანამედროვე, მოხერხებული და საიმედო ანგარიშსწორების საშუალება ნებისმიერ ვალუტაში. VISA ბარათის გამოყენება შესაძლებელია 250 ქვეყნის 12 000 000 სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სადაც სიმბოლოა   გამოსახული.
VISA ELECTRON
VISA ELECTRON- ით თქვენ უპრობლემოდ გაანაღდებთ საბარათე ანგარიშზე არსებულ თანხას ბანკომატის მეშვეობით, ან მოახდენთ ანგარიშსწორებას იმ ობიექტებში, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ელექტრონული ტერმინალებით. "ბაზისბანკის" VISA ELECTRON-ის შეძენით თქვენ ხდებით მფლობელი საერთაშორისო ბარათისა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.
VISA CLASSIC
VISA CLASSIC არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლასტიკური ბარათი მთელ მსოფლიოში, მისი გამოყენება შესაძლებელია მილიონობით სავაჭრო და მომსახურების ობიექტში საქართველოსა და საზღვარგარეთ, სადაც კი ნახავთ   სიმბოლოს. VISA CLASSIC-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ანგარიშსწორება ინტერნეტით ან ტელეფონით, ასევე, დაჯავშნოთ სასტუმროს ნომრები და ავტომანქანები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
VISA BUSINESS
VISA BUSINESS ბარათი წარმოადგენს ორგანიზაციის სამივლინებო და წარმომადგენლობითი დანახარჯების მართვის საუკეთესო საშუალებას. ამ ბარათის საშუალებით თქვენ უპრობლემოდ განახორციელებთ სასურველ ბიზნეს გარიგებებს, აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულად შეუვსებთ საბარათე ანგარიშს მივლინებაში მყოფ თანამშრომელს. VISA BUSINESS ბარათით ორგანიზაციის ფულადი თანხების გამოყენება ხდება უფრო უსაფრთხო, რადგანაც ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ფული რჩება თქვენს ანგარიშზე.
VISA GOLD
VISA GOLD მუდამ იქნება თქვენი სავიზიტო ბარათი ელიტარულ საზოგადოებაში. ამ ბარათის მფლობელებს მთელ მსოფლიოში ემსახურებიან, როგორც VIP-კატეგორიის კლიენტებს.VISA GOLD-ის უპირატესობებია: ფულის განაღდების მაღალი დღიური ლიმიტი, ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ნაღდი თანხის სასწრაფო მიღება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და მრავალი სხვა.
ბარათის მიღების წესები
პირადი სარგებლობისათვის
  1. ბარათის მისაღებად განმცხადებელმა ბანკს უნდა წარუდგინოს დადგენილი ფორმით შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, გახსნას ახალი ან ისარგებლოს უკვე არსებული საბარათე ანგარიშით, შეიტანოს ან ჩარიცხოს ანგარიშზე შეუმცირებადი ნაშთი და ბარათის გამოშვებასთან დაკავშირებული გადასახადები, ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
  2. ბანკი, თანხის ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში დაამზადებს და გადასცემს განმცხადებელს ბარათს შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით. სასწრაფო დამზადების შემთხვევაში, ბარათი და PIN-კოდი კლიენტს მეორე საბანკო დღეს გადაეცემა.
  3. თუ განმცხადებელი ბარათის დამზადებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ მოითხოვს ბარათს, მაშინ აღნიშნული ბარათი ექვემდებარება განადგურებას. ბარათის მფლობელს გადახდილი წლიური მომსახურების საკომისიო არ უბრუნდება.
სახელფასო პროგრამა
პლასტიკური ბარათებით ხელფასების გაცემა თანამედროვე, გამარტივებული და უსაფრთხო ფორმაა. სახელფასო პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ:
  • გაამარტივონ ხელფასის გაცემის პროცედურა;
  • დაიცვან სახელფასო განაკვეთების კონფიდენციალობა;
  • ბანკის მეშვეობით მინიმუმამდე შეამცირონ ხელფასის გაცემის ორგანიზებასთან დაკავშირებული დანახარჯები (ნაღდი თანხების მიღება და დაცვა, მოლარის დამატებითი შტატის შენახვა).
სახელფასო პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ კრედიტით (ოვერდრაფტით). მათთვის კრედიტის მიღების პროცედურა გამარტივებული, ხოლო კრედიტი — შეღავათიანია.
ზოგადი ტერმინოლოგია
პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (PIN)
ბარათს აქვს პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (PIN), რომელიც ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისათვის. PIN-ი გამოიყენება ბანკომატიდან თანხის გამოსატანად. PIN-ის დავიწყების შემთხვევაში ბარათის მფლობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს მომსახურე ბანკს.
ამონაწერი
ბარათის მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს საბარათე ანგარიშის ამონაწერი. ამონაწერში ნაჩვენებია ინფორმაცია საბარათე ანგარიშის მიმდინარე ბალანსის, მომხდარი გარიგებებისა და თანხის განაღდების შესახებ.
ასევე თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები 24 საათის განმავლობაში ელექტრონული საბანკო მომსახურების (www.bankonline.ge) საშუალებით.
ოვერდრაფტი (კრედიტი)
ოვერდრაფტის გამოყენებით ბარათის მფლობელს შეუძლია დახარჯოს თავის ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი და ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს შემდგომში. ოვერდრაფტის შემთხვევაში ბარათზე მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება.
ოვერდრაფტის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ:
  • მომხმარებლებს, რომელთაც საბარათე ანგარიშზე ერიცხებათ ხელფასი;
  • ბანკის მეანაბრეებს;
  • ბანკის კლიენტი ორგანიზაციის მენეჯმენტს ან დამფუძნებლებს;
  • სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, რომელთათვისაც ბანკი ღებულობს ოვერდრაფტის დაშვების გადაწყვეტილებას.
თანხის განაღდება და ანგარიშსწორება
1) ბანკომატის გამოყენების ინსტრუქცია
  1. მოათავსეთ ბარათი ბანკომატზე არსებულ ბარათის ჩასადებში ისე, რომ ბარათზე გამოსახული ისარი მდებარეობდეს ბარათის ზედა მხარეს და მიმართული იყოს ბარათის ჩასადებისაკენ.
  2. აირჩიეთ მომსახურების სასურველი ენა (ქართული, რუსული, ინგლისური) ბანკომატის ეკრანზე გამოსახული წარწერის გასწვრივ განთავსებულ ღილაკზე დაჭერით.
  3. შეიყვანეთ PIN-კოდი (ბანკომატის მიერ მოთხოვნის შემდეგ). PIN-კოდი წარმოადგენს ოთხნიშნა პერსონალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელსაც მიიღებთ დალუქულ კონვერტში ბარათთან ერთად. PIN-კოდის სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში ბანკომატი დააკავებს თქვენს ბარათს. ასეთ ვითარებაში მიმართეთ ბანკს.
  4. PIN-კოდის შეყვანის შემდეგ აირჩიეთ ოპერაცია: ა) თანხის გატანა, ბ) ბალანსის ნახვა.
  5. თანხის გატანის შემთხვევაში აირჩიეთ ვალუტა და სასურველი თანხა. თუ თქვენთვის სასურველი თანხა არ არის გამოსახული ბანკომატის ეკრანზე, მაშინ აირჩიეთ მენიუ “სხვა თანხა” და აკრიფეთ თქვენთვის სასურველი თანხა.
  6. აიღეთ ბარათი, თანხა და ქვითარი. არ დააყოვნოთ ბარათი და მოწოდებული თანხა ბანკომატში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკომატი მათ დააკავებს. მსგავს შემთხვევაში უნდა მიმართოთ მომსახურე ბანკს.
2) ბანკიდან თანხის გამოტანა
თქვენ შეგიძლიათ თანხის გამოტანა ნებისმიერი ბანკიდან, რომელიც ემსახურება საერთაშორისო VISA ბარათებს. თანხის გამოტანისას საჭიროა ბანკის თანამშრომელს წარუდგინოთ ბარათი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
3) სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორება
სავაჭრო ობიექტში ბარათით ანგარიშსწორებისას ობიექტის თანამშრომელი წარმოგიდგენთ სავაჭრო ქვითარს, რომელზეც მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოაწეროთ ხელი, როცა დარწმუნდებით ქვითარზე მითითებული თანხის სისწორეში. არ დაგავიწყდეთ ქვითრის ასლის აღება, რომელიც უნდა შეინახოთ მანამ, სანამ არ მოხდება თანხების ჩამოწერა თქვენი ანგარიშიდან. ქვითარზე ხელმოწერა უნდა დაემთხვეს ბარათის უკანა მხარეს არსებულ ხელმოწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტის თანამშრომელი უფლებამოსილია მოგთხოვოთ პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში - გააუქმოს გარიგება.
4) ინტერნეტში ანგარიშსწორება
ინტერნეტში ანგარიშსწორება შესაძლებელია VISA CLASSIC და VISA GOLD ბარათებით. ამისათვის საჭიროა ბარათზე ამოტვიფრული თექვსმეტნიშნა ნომრის (ვებ-გვერდის მოთხოვნის შემთხვევაში შეიყვანეთ ბარათის უკანა მხარეს დატანილი სამნიშნა კოდი) და ვადის გასვლის თარიღის შეყვანა ვებ-გვერდზე. სანამ ინტერნეტში თქვენი ბარათის ინფორმაციას შეიყვანთ, დარწმუნდით ინტერნეტ-გვერდის უსაფრთხოებასა და ლეგიტიმურობაში.
რეკომენდაციები
  • ბარათის მიღებისას უკანა მხარეს განთავსებულ ზოლზე ხელი მოაწერეთ (პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში დაფიქსირებული ხელმოწერის მსგავსად). ეს ბარათის შემდგომში სარგებლობისას გაუგებრობებს აგარიდებთ
  • არ დააწეროთ PIN კოდი ბარათს ან სხვა პირთათვის ხელმისაწვდომ საგნებს.
  • არ დაუშვათ თქვენი ბარათის სიახლოვე ძლიერი მაგნიტური ველის მქონე საგნებთან, რადგან ამან შეიძლება ბარათის მაგნიტური ლენტის დაზიანება და ბარათის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.
  • გულდასმით შეამოწმეთ ქვითრის შევსების სისწორე. არ მოაწეროთ ხელი მასზე, თუკი ჩატარებული ფინანსური ოპერაციის ღირებულება არასწორადაა მითითებული. მოითხოვეთ შეცდომით გაფორმებული ქვითრის განადგურება.
თუ თქვენ სარგებლობთ ბანკომატით:
  • აკრიფეთ თქვენი PIN კოდი ისე, რომ არავინ შეძლოს მისი დანახვა;
  • ბანკომატის მიერ მოწოდებული ბარათის აღების შემდეგ არ დააყოვნოთ თანხის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკომატი უკან ჩააბრუნებს მას. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ აიღეთ მოწოდებული ქვითარი;
  • სახიფათოა ქვითრის გადაგდება, რადგან იგი შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას თქვენი ბარათის შესახებ;
  • თუ ბანკომატმა უარი განაცხადა თანხის გაცემაზე, გადაამოწმეთ საბარათე ანგარიშზე არსებული ნაშთი.
საზღვარგარეთ გამგზავრებამდე:
  • შეამოწმეთ თქვენი ბარათის მოქმედების ვადა;
  • დარწმუნდით, რომ გახსოვთ PIN კოდი;
  • შეამოწმეთ ბალანსი საბარათე ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ იგი.
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:
დაუყოვნებლივ აცნობეთ მომხდარის შესახებ ბარათის ემიტენტი ბანკის შესაბამის სამსახურს. ბარათის ბლოკირებისათვის საჭიროა ბანკის საბარათე განყოფილების თანამშრომელს შეატყობინოთ ბარათის კოდური სიტყვა და სხვა ინფორმაცია ბარათის შესახებ, აგრეთვე უპასუხოთ მის კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათი არ იქნება ბლოკირებული.
ბარათის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10-დან 17 საათამდე
ტელ: (+995 32) 2 922-922
არასამუშაო დღეებში:
საპროცესინგო ცენტრი: (+995 32) 2 936-924
აცნობეთ ბანკს ფაქსით. განცხადებაში დაწვრილებით უნდა აღწეროთ მოპარვის ან დაკარგვის გარემოება.
ფაქსი: (+995 32) 2 986-548
საპროცესინგო ცენტრი: (+995 32) 2 939-196                                                                                    
ვიზა ბარათების მომსახურების ტარიფები

Electron Classic Business Gold
ბარათის მაქსიმალური ვადა 1 წელი
წლიური მომსახურეობა
ძირითადი ბარათის პირველი წლის 10 USD 25 USD 40 USD 60 USD
ძირითადი ბარათის მეორე წლის 10 USD 20 USD 30 USD 40 USD
განახლებული ბარათის 10 USD 20 USD 30 USD 40 USD
დამატებითი ბარათის 10 USD 20 USD 30 USD 40 USD
ბარათის სასწრაფო დამზადება + 20 USD
მინიმალური ნაშთი ანგარიშზე 10 USD 20 USD 100 USD 100 USD
ნაღდი თანხის გამოტანის დღიური ლიმიტი 1000 USD 1500 USD 3000 USD 3000 USD
გარიგების დღიური ლიმიტი 4000 USD 7000 USD 50000 USD 15000 USD
ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო
ბაზისბანკის ბანკომატში 0,2%, მინ. 0.2
აგენტი ბანკების ბანკომატში 0,5%, მინ. 0.5
სხვა ბანკის ბანკომატებში 2% min. 3 USD
ბანკში თანხის განაღდების საკომისიო
ბაზისბანკის განყოფილებაში 0,2%, მინ. 0.2
აგენტი ბანკის განყოფილებაში 2% min. 6 GEL
სხვა ბანკის განყოფილებაში 2% min. 3.5 USD
საკომისიო სავაჭრო ობიექტებში
ადგილობრივი უფასო
საერთაშორისო უფასო
ბარათზე ჩარიცხვის საკომისიო
ადგილობრივი მერჩანტებიდან 0,5%
საერთაშორისო მერჩანტებიდან 1%
სტოპ სიაში შეტანა
ადგილობრივი სტოპ სია 1 GEL 1 GEL 1 GEL 1 GEL
საერთაშორისო სტოპ სია (ორი კვირით) 40 USD 40 USD 40 USD
ადმინისტაციული საკომისიო
არასანქცირებული ოვერდრაფტის პრცენტი 32%
ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან უფასო
ტრანზაქციის გაპროტესტების საფასური 10 USD
დაზინებული ბარათის გამოცვლა 5 USD 15 USD 15 USD 25 USD
მოპარული/დაკარგული ბარათის აღდგენა 10 USD 20 USD 40 USD 40 USD
დამატებითი სასწრაფო მომსახურეობა
დაკარგული ან მოპარული ბარათის შეჩერება GCAS-ის მეშვეობით 40 USD
ბარათის სასწრაფო აღდგენა 250 USD
ბარათის სასწრაფო განაღდება 200 USD


ძვირფასო მომხმარებლებო!

მოგახსენებთ, რომ 6 აგვისტოდან მცირდება ბაზისბანკის ბარათებიდან აგენტი ბანკების ბანკომატებში განაღდების საკომისიო: 1%-ის ნაცვლად განისაზღვრება 0,5%-მინ. 0.5 ლარით. ასევე, ბაზისბანკის ბარათებიდან ბაზისბანკის  ბანკომატებსა და სერვისცენტრებში განაღდების საკომისიო: 0.3% მინ. 0.15-ის ნაცვლად განისაზღვრება 0,2%-მინ. 0.2 ლარით.

გაცნობებთ, რომ, 2013 წლის 01 ივნისიდან წლიური სარგებლის დარიცხვა შეწყდება შემდეგ VISA პლასტიკურ ბარათებზე: Electron, Classic, Gold, Business.


 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.