სეზონური ბიზნეს სესხი განკუთვნილია ისეთი მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად, რომელიც საქმიანობის სფეროდან გამომდინარე შემოსავლების ძირითად ნაწილს იღებს სეზონურად. სეზონური სესხის აღება შესაძლოა, როგორც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისათვის, ასევე სტარტაპის შემთხვევაში.
სესხის მიზნობრიობა:
რემონტი
ძირითადი საშუალებების შეძენა
უძრავი ქონების შეძენა
საპროცენტო განაკვეთი:
16%–დან *
*საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სესხის ვადა, უზრუნველყოფა, შემოსავლები და სხვა
სესხის ვადა:
ძირითადი საშუალებები 36 თვემდე
რემონტი 60 თვემდე
უძრავი ქონება (კომერციული) 120 თვემდე
სესხის ვალუტა:
ლარი
ა.შ.შ დოლარი
სესხის მოცულობა:
მინიმალური - 3000 ა.შ.შ. დოლარი ან მისი ექვივალენტი ლარში
მაქსიმალური - 200 000 ა.შ.შ. დოლარი ან მისი ექვივალენტი ლარში
სესხის უზრუნველყოფა:
უძრავი ქონება
სესხის გადახდის პირობები:
გადახდის პირობები არის მაქსიმალურად მორგებული სეზონურ საქმიანობაზე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მაქსიმუმ 9 თვიანი საშეღავათო პერიოდით წლის განმავლობაში, ამ პერიოდში ხდება მხოლოდ პროცენტის დაფარვა, ხოლო როგორც ძირის ასევე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხორციელდება წელიწადში, თქვენს მიერ არჩეული მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.
სესხის მისაღებად საჭირო საბუთები:
სასესხო განაცხადი - ორივე შემთხვევაში არის ეს სესხი სტარტაპისა თუ არსებული ბიზნესის განვითარებისათვის.
სესხის დასამტკიცებლად, მოთხოვნის საფუძველზე თქვენ უნდა წარმოადგინოთ შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები.