ამ პროგრამით სესხის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
- გააჩნიათ აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება;
- თანამონაწილეობა – პროექტის ღირებულების 25% ;
- მონაწილე პირის საწესდებო კაპიტალი შეადგენს მოთხოვნილი თანხის არაუმცირეს 35% ;
- პროექტს აქვს პირდაპირი ზეგავლენა სოფლად სოციალური დონის ამაღლებაზე.
დაფინანსებისათვის ნებადართული საქმიანობებია: აგროდამუშავება, დაკალიბრება, შეფუთვა და დახარისხება, სასოფლო–სამეურნეო წარმოებისათვის აუცილებელი მასალების წარმოება და სხვ., გარდა იმ საქმიანობებისა, რომელსაც შეიძლება რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს გარემოზე.
- სესხის ვადა: 1–დან 10 წლამდე (საშეღავათო პერიოდი 3 - 6თვე)
- სესხის მოცულობა: 25 000 აშშ დოლარიდან – 300 000 აშშ დოლარამდე.
- საპროცენტო განაკვეთი: წლიური 15%–დან
დაფინანსებისთვის განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომელთა წარმომდგენ იურიდიულ პირს აქვს შემოსავლის ალტერნატიული წყარო.
განაცხადი დასაფინანსებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობით და თანდართული ფინანსური ინფორმაციით, გთხოვთ გამოაგზავნოთ მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე:
agriculture@basisbank.ge