ბაზისბანკი საქართველოს საბანკო ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს . იგი დაფუძნდა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული ბიზნეს გარემო იყო შექმნილი და ამის მიუხედავად, შეძლო, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, ჩამოყალიბებულიყო მყარ საფუძველზე მდგარ, სტაბილურად მზარდ ფინანსურ ინსტიტუტად.
ბაზისბანკი კერძო პირებსა და კომპანიებს საბანკო მომსახურების სრულფასოვან კომპლექსს სთავაზობს.
განვლილი წლების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აღიარება და მათთან ურთიერთობის განმტკიცება.
ბაზისბანკი იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამის “Georgian Financial System Framework” (GFSF) ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ფინანსური სექტორისთვის შეიმუშავა.
წარმატებული თანამშრომლობა 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით გაგრძელდა, რომლის მიხედვითაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკის აქციონერი გახდა.
EBRD-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილების საფუძველი იყო ბაზისბანკის სტაბილურობა, მრავალწლიანი გამოცდილება, სერვისცენტრების კარგად გამართული ქსელი, გონივრული მენეჯმენტი და გამჭვირვალე საკუთრება.
"ჩვენს ინტერესებშია ბაზისბანკის, როგორც დამოუკიდებელი კონკურენტის პოზიციების შემდგომი გამყარება ქართულ საბანკო სივრცეში. ევრობანკის მონაწილეობა ბანკის კაპიტალში, საუკეთესო გარანტი გახლავთ ბაზისბანკის შემდგომი წარმატებული ოპერირების, სტაბილურობისა და საიმედოობისთვის".
EBRD ბიზნესჯგუფის დირექტორი ნიკოლას თესეიმანი
